პაატა თედიაშვილს სიგიჟის დრო დაუდგა: მომღერალი ისევ ახალ პროვოკაციაზე ფიქრობს


Ardaidardo.Ge

 


მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია მღერი, ბოლო წლებია უფრო აქტიურობით გამოირჩევი. რა არის ამის მიზეზი?

ყველა ხელოვანის ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც საკუთარი თავის რეალიზაციას ახერხებ და დგება სიგიჟეების მომენტი.

ეს სიგიჟეები პიარისთვის არის თუ ბუნებრვად მოდის?

დიახ, შეიძლება ეს პიარის ნაწილიც არის, მაგრამ ვერ ვიტყვი იმას, რომ ეს ბუნებრივად არ ხდება. ყველა მათგანში რაღაც ჩემი ნაწილიც დევს. მიფიქრია და გამითვლია.

ისევ ასე აპირებ გაგრძელებას?

რა თქმა უნდა, მოხდება სინთეზი. მაშინ, როცა გავაკეთებ რაიმე ღირებულს და დადგება შოუს დრო, იქ ყველაფერი ერთმანეთთან იქნება კავშირში.

შენი პროექტებისადმი ხალხის დამოკიდებულება არაერთგვაროვანია...

ძალიან მსიამოვნებს და მომწონს ეს არაერთგვაროვნება. როდესაც რაღაცას აკეთებ მსმენელმა ან უნდა იტიროს, ან უნდა იცინოს. მეც ჩემი პროექტიდან გამომდინარე ზოგს მოვწონდი, ზოგი დამცინოდა, ზოგიც კი მაკრიტიკებდა. რას ვიზამთ, ისინი ბევრნი არიან, მე კი ერთი ვარ და შესაბამისად ყველას გემოვნების დაკმაყოფილება ვერ მოხერხდებოდა.

ვისაუბროთ პირველ ახალ სიმღერაზე - „ძინ-ძინ“...

სიმღერის სახელწოდება ძალიან ცნობილი ფილმიდან „სინიორ რობინზონი“ მოდის, სადაც ეს ეს ფრაზა ჟღერს. საინტერესო ის არის, რომ აქ მხოლოდ „ძინ ძინ“-ზე არ არის აქცენტი, არამედ იმაზე, რომ ის რაც აკრძალულია,  ყველაზე სასურველი და ტკბილია. ტექსტი და მელოდია ჩემია, არანჟირება კი პაატა ფაცურიას ეკუთვნის და სიმღერაც მის სტუდიაში ჩაიწერა.

მეორე სიმღერის პრემიერაზე რას გვეტყვი?

ეს არის კიდევ ერთი კინომუსიკა, კინოფილმიდან „კეთილი ადამიანები“. რევაზ ლაღიძის სიმღერაა, რომლის არანჟირება ასევე პაატა ფაცურიას ეკუთნის.

ასევე ცნობილია, რომ ბავშვთა სტუდია გაქვს...

დიახ, მაგრამ არა მუსიკალური, ეს ქორეოგრაფიული სტუდიაა, სახელად „ოქროს ფარი“, რომელიც ხაშურშია. წარმოშობით ხაშურელი ვარ და ასე რომ ვთქვათ, ეს სტუდია უკვე მეჩვიდმეტე წელია, რაც საოჯახო ბიზნესია. მე სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავართ, ჩემი და ქორეოგრაფი, დედაჩემი კი დირექტორია.

სამომავლო გეგმებზეც ვისაუბროთ.

კონკრეტულად არაფერი ვიცი, იქნება რამდენიმე პროვოკაციული პროექტი, რასაც ვფიქრობ დიდი გამოხმაურება მოყვება. 


პაატა თედიაშვილი - ძინ ძინ





პაატა თედიაშვილი - სიმღერა მეგობრობაზე





გადაცემის აუდიოჩანაწერი






პაატა თედიაშვილი - ტოროლა. Live




პაატა თედიაშვილი. ვიდეო კოლაჟი




ფოტოები 

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge