ნინო ბაშარულმა მეუღლის ლექსზე სიმღერა დაწერა და ამერიკელთან ერთად ჩაწერა

Ardaidardo.Ge


გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი ნინო ბაშარული და ამერიკელი მუსიკოსი ლაიმ კრისტი ახალი პროექტით ესტუმრნენ.

 



მოგვიყევით თქვენს შესახებ...


მე და ლაიმი დიდი ხნის მეგობრები ვართ. ჩვენი ახალი ერთობლივი პროექტით, რომლის სახელწოდებაცაა „ფლამენკო“, ფესტივალ „არტ გენზე“ მივიღეთ მონაწილეობა. ასევე ვმუშაობთ რამდენიმე ახალ ერთობლივ პროექტზე.



როდის დაიწყო თქვენი მეგობრობა?


ერთმანეთი მაია ბარათაშვილმა გაგვაცნო. ერთ მშვენიერ დღეს მაიამ დამირეკა და მითხრა, რომ ძალიან საინტერესო მუსიკოსი ჩამოვიდა და მინდა გაგაცნოო. შენი სიმღერები მოისმინა და ძალიან მოეწონა და სურს რამდენიმე პროექტის შექმნა შენთან ერთადო. ამ შეხვედრის შემდეგ დაიწყო ჩვენი მეგობრობაც.



ერთობლივი სიმღერები თუ გაქვთ?


კი, გვაქვს ძალიან საინტერესო ესპანური სიმღერა, პედრო ალმოდოვარის ერთ-ერთი ფილმიდან.



რაც შეეხება თქვენს ახალ სიმღერას - „რაჭული ოლილაო“...


ძალიან საინტერესო წამოწყება იყო, სიმღერა ზუსტად 20 წუთში შეიქმნა. ჩემმა მეუღლემ დაწერა ლექსი რაჭაზე, მე კი მუსიკის მუზა მომივიდა. სიმღერა სულ რაღაც ერთი წლისაა, მაგრამ მუსიკის დადებისთანავე სოციალურ ქსელში ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა. სატელევიზიო პრემიერაც უკვე შედგა.



სიმღერა სად ჩაიწერა?


ძალიან ბედნიერი, ვარ რომ გიორგი გვარჯალაძის სტუდიასთან დავიწყე თანამშრომლობა. სიმღერა სწორედ იქ ჩაიწერა. გიორგი პროფესიონალი ხმის რეჟისორია, ძალიან დამეხმარა იმაში, რომ სიმღერა სრულყოფილი გამოსულიყო. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო  გია ფეიქრიშვილს, რადგან მისი წყალობით მოხდა ასეთი ლამაზი მუსიკის არანჟირება.  



ნინო ბაშარული - რაჭული ოლილაო





გადაცემის აუდიოჩანაწერი





ნინო ბაშარული & ლიამ ქრისტი - თბილისო. Live




ნინო ბაშარული & ლიამ ქრისტი - Volver. Live



ფოტოები 

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge