აჩი ფურცელაძემ ქეთა თოფურიას ძველი სიმღერა სალომე გოგიაშვილთან ახლებურად ჩაწერა

Ardaidardo.Ge

 

გადაცემა ”რადიო დუეტს” აჩი ფურცელაძე და სალომე გოგიაშვილი სტუმრობდნენ. აჩი და სალომე ”არ დაიდარდოში” ახალი ერთობლივი ნამუშევრით მოვიდნენ. ”ახლა რომ არ ჩაგეხუტო” - სიმღერა, რომელსაც აჩი ფურცელაძე 2000-იან წლებში ქეთა თოფურიასთან ერთად ასრულებდა, ახალი ჟღერადობით სალომე გომიაშვილთან დუეტში ჩაიწერა.

 

აჩი:

ერთ-ერთ დასასვენებელ სივრცეში, შემთხვევით მოვკარი ყური ამ სიმღერას, დიჯეი მიქსავდა, ვთხოვე გამოეგზავნა, როდესაც მოვისმინე, მომეწონა, გამიჩნდა იდეა  და წავედი დათო უგრეხელიძესთან, მგზავრების პიანისტთან, აუცილებლად უნდა აღვნიშნო 20 წლის ირაკლი იმნაძე - ბასისტი და 17 წლის ლუკა პაჭკორია - რიტმი და სოლო გიტარა. წარმოიდგინეთ, როგორი პატარა ბიჭები არიან და თავად მოისმენთ როგორი ვირტუოზები არიან. მოვამზადეთ ფონოგრამა, შემდეგ ერთ-ერთ გადაღებაზე სალომეს მოვასმენინე. წლების წინ მე და სალომ ჩავწერეთ ერთი სიმღერა პროექტ ”მომღერლები და ჟურნალისტები”-ს ფარგლებში და სულ გვინდოდა რაიმე ერთობლივი გაგვეკეთებინა, შეიძლება ითქვას, რომ დიდი ხნის ოცნება ავისრულეთ. მთლიანობაში ძალიან მაგარი გამოვიდა.

სალომე:

კლიპის გადაღებას ვაპირებთ, გვინდა გემოვნებიანი, ლამაზი, ზაფხულს რომ უხდება ისეთი რგოლის გაკეთება. დიდი მადლობა კახა კუხიანიძეს. 17 წლის წინ სწორედ მისი ”ბექები” იყო ქეთას და აჩის ჩაწერილ ვერსიაშიც და ახლაც მან ჩაგვიწერა.

მინდა გითხრათ, რომ უკვე იმდენი სიმღერა დამიგროვდა, შეიძლება მალე სოლო კონცერტიც შემოგთავაზოთ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში (იცინის).  


აჩი ფურცელაძე & სალომე გოგიაშვილი - ახლა რომ არ მოგეფერო



გადაცემის ჩანაწერი







აჩი ფურცელაძე & სალომე გოგიაშვილი. "რადიო დუეტი".






ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge