„პროექტი X“-ის ფარგლებში „ქართული ხმები“ და აჩიკო ნიჟარაძე საქართველოში ტურნეს იწყებენ
Ardaidardo.Ge
„არ დაიდარდოს“ გადაცემა „რადიო დუეტს“ სტუმრად ცნობილი მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე, „ქართული ხმების“ ტრიო და მათი ერთობლივი პროექტის ორგანიზატორი გივი მახაშვილი ესტუმრა.

 

„ქართული ხმების“ ტრიო და აჩიკო ნიჟარაძის ტურნე „პროექტი X“-ის ფარგლებში მთელ საქართველოშია დაგეგმილი. ამის შესახებ პროექტის დირექტორმა, გივი მახაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა და ისაუბრა დაგეგმილი კონცერტების შესახებ.

 

თქვენი განწყობის შესახებ ვისაუბროთ…

 

გვიხარია, რომ ახალი სეზონი ახალი პროექტით იწყება. ასევე სიახლეები გვაქვს რეპერტუარში.

 

ახალი პროექტის შესახებ გვიამბეთ…

 

რამოდენიმე კონცერტის შემდეგ დაიბადა იდეა, პროექტმა „ფიქსმა“ შესთავაზა ბიჭებს, რომ მოგვევლო მთელი საქართველო და ყველასთვის გაგვეცნო მათი რეპერტუარი. ამ მიზნით 14 სექტემბერს ქალაგ ბათუმში კლუბ „სოჰოში“ პირველი კონცერტის ჩატარებას ვგეგმავთ. სადაც ჩვენს მსმენელს უკვე სიახლეებს შევთავაზებთ. რომლის რადიოპარტნიორიც „არდაიდარდოა“

 

ამერიკის ტურნეზე მოგვიყევით…

 

ამერიკის ტურნე ბიჭებთან ერთად დაიგეგმა. ჩვენ ამერიკის 4 შტატში ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ფილადელფიაში და ჩიკაგოში გვქონდა კონცერტები. რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ყველა კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა და სწორედ იქ გადავწყვიტეთ ბიჭებმა, რომ ჩვენი რეპერტუარი უკვე ბენდთან ერთად თბილისში გვეცადა. ჩამოსვლისთანავე ჩვენ დავიწყეთ ბენდის მოძიება. ბენდმა „იელოუმ“ გამოთქვა სურვილი ჩვენთან თანამშრომლობაზე, ამის შემდეგ ჩვენ ვცადეთ რამოდენიმე სიმღერის ჩაწერა ერთად და შემდეგ ერთობლივი კონცერთები საქართველოში ჩავატარეთ და სწორედ ამის შემდეგ მოხდა ბატონ გივისთან დაკავშირება.

 

სამომავლო გეგმებზე და რეპერტუარზე მოგვიყევით…

 

სამომავლოდ ბევრი კონცერტი გვაქვს დაგეგმილი. ამ ტურნეს დასკვნთი კონცერტი კი გაზაფხულზე, თბილისში გაიმართება. შემდეგ კი ეს პროექტი კვლავ გაგრძელდება და საქართველოს შემდეგ მთელ ევროპას და სხვა დიდ ქვეყნებს მოივლის.

 

რაც შეეხება რეპერტუარს?

 

რეპერტუარში როგორც ძველი სიმღერების ახლებური ვარიანტები, ასევე ახალი სიმღერის პრებიერებიც იქნება.




გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.




ქართული ხმები & აჩიკო ნიჟარაძე - ჩემი თბილისის საღამო. Live





ქართული ხმები & აჩიკო ნიჟარაძე. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები


Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge