სიმღერა, რომელიც კომპოზიტორმა შოთა მაისურაძემ სპეციალურად თამუნა მიქელაძისთვის დაწერა – პრემიერა „რადიო დუეტში“
Ardaidardo.Ge
„არ დაიდარდოს“ გადაცემა „რადიო დუეტში“ მომღერალი თამუნა მიქელაძე და კომპოზიტორი შოთა მაისურაძე ახალი სიმღერის პრემიერით ესტუმრნენ.

 

ახალი სიმღერა სახელად „სუფთა ღიმილი“ როდის და როგორ დაიწერა?

 

შოთა: თამუნამ, რამოდენიმე ხნის წინ მოისმინა სიმღერა, რომელიც ძალიან მოეწონა და სწორედ მაშინ შევპირდი მე მას, რომ მისთვის ახალ სიმღერას დავწერდი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სიმღერა სპეციალურად მომღერლისთის დავწერე. სწორედ ამიტომ, სიმღერა ყველანაირად თამუნაზეა მორგებული.

 

რა შეფასება და რეაქცია მოყვა სიმღერას თამუნასგან?!

 

თამუნა: მე სამსახურში ვიყავი, როდესაც შოთამ მითხრა, რომ შენთვის დავწერე სიმღერაო. როგორც კი მოვისმინე ძალიან მომეწონა, უბრალოდ გავბრაზდი სათაურზე, თავიდან თითქოს არ მომეწონა. მაგრამ, ჩაწერის შემდეგ მივხვდი, რომ ნამდვილად კარგი სათაური იყო.

 

კიდე ვინ მუშაობდა სიმღერაზე?

 

შოთა: არანჟირებაზე ცირა ბზიშვილმა იმუშავა, სიმღერაც ასევე მის სტუდიაში ჩაიწერა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას, რადგან თითოეულ დეტალს დიდი მონდომებით და ყურადღებით უდგებოდა.

 

როგორც ვიცით, ახალი ვიდეორგოლიც გაქვთ…

 

თამუნა: ცირა ბზიშვილის სიმღერაზე, სახელწოდებით „მჯეროდა“ გადავიღეთ ვიდეორგოლი, რომელზე მუშაობაც ძალიან მალე დასრულდება და ალბათ თვის ბოლოს ამ ვიდეორგოლსაც დავაპრემიერებთ.




თამუნა მიქელაძე - სუფთა ღიმილი

You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.




თამუნა მიქელაძე & შოთა მაისურაძე - ისევ შენ. Live





თამუნა მიქელაძე & შოთა მაისურაძე. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge