რადიო „არ დაიდარდოსთან“ თანამშრომლობამ ავთო ჩადუნელს წარმატება მოუტანა
Ardaidardo.Ge
რადიო „არდაიდარდოს“ გადაცემა „რადიო დუეტს“ მომღერალი ავთო ჩადუნელი და ანსამბლი „უშბა“ ახალი სიმღერის, „პოპურის“ პრემიერით სტუმრობდნენ.


ახალ სიმღერაზე „პოპურზე“ გვესაუბრეთ...


ავთო: ჩემს რეპერტუარში, მსგავსი საქეიფო სიმღერები არ არის. სწორედ ამიტომ ძალიან მინდოდა, ნამდვილი საქეიფო სიმღერა მქონოდა. მე ხშირად ქალაქური და პატრიოტული სიმღერები მქონდა. თითქმის ყოველთვის ქალბატონ ცირასთან ერთად ვაკეთებ ხოლმე სიმღერებს და ბუნებრივია, ეს სიმღერაც ცირა ბზიშვილის სტუდიაში ჩაიწერა და არანჟირებაც სწორედ მას ეკუთვნის. ამ სიმღერაზე დიდი ხანი მიდიოდა მუშაობა. თუმცა, ვფიქრობ, რომ რაც მინდოდა და რისთვისაც მინდოდა, ეს სიმღერა გამოვიდა.


ეხლა რას საქმიანობთ?


ავთო : ამჟამად რესტორან ჭაშნაგირში ვმუშაობ. მცირე დარბაზში ვმღერი, სადაც ნებისმიერ მსმენელს შეუძლია ჩემი სიმღერის მოსმენა. თუმცა, ეს სიმღერა ჯერ არსად მიმღერია.


ახალ სიმღერაზე სატელევიზიო პრემიერას თუ გეგმავთ?


ავთო: დიახ, სატელევიზიო პრემიერას ვგეგმავ, თუმცა რამოდენიმე ხნის წინ იმედის არხზე სხვა სიმღერა დავაპრემიერე. რომელმაც საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა და დიდი მოთხოვნით სარგებლობს. მინდა ავღნიშნო, რომ რაც რადიო არ დაიდარდოსთან ვთანამშრომლობ მას შემდეგ ჩემი რეპერტუარი დიდი მოწონებით და წარმატებით სარგებლობს.




ავთო ჩადუნელი - გიყიდი, გიყიდი ფაჩუჩებს (პოპური)

You must have Flash Player installed in order to see this player.


გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.



ავთო ჩადუნელი & ანს. უშბა - ვარდები. Live




ავთო ჩადუნელი & ანს. უშბა. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge