სიმღერა პირველად რომ მოვისმინე, ჟრუანტელმა დამიარა და ცრემლებიც წამომივიდა
Ardaidardo.Ge
გადაცემა „რადიო დუეტის“ სტუმარი მუსიკოსი, კომპოზიტორი, ავტორ-შემსრულებელი, ცირა ბზიშვილი და ახალგაზრდა, წარმატებული შემსრულებელი ალექსანდრე ზაზარაშვილი იყო.


ცირა, გაგვაცანი ალექსანდრე...


ცირა: ალექსანდრე ზაზარაშვილი 12 წლის, ძალიან ნიჭიერი შემსრულებელია, რომელმაც საქართველოს არაერთხელ გაუთქვა სახელი საზღვრებს გარეთ. კეთილი, მიზანდასახული ახალგაზრდაა. გორიდან არის წარმოშობის, ანსამბლ „აი ია”-ს წევრია, ალექსანდრეს პედაგოგია ნანა სამხარაძე , რომელმაც არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა გაუზარდა საქართველოს. ჩემი ორი საავტორო სიმღერაა მის რეპერტუარში, ორივე სპეციალურად მისთვის დაწერილი.

 

ალექსანდრე მოვიყევი კონკურსებზე რომელზეც შენ იმყოფებოდი?


ალექსანდრე:

4 წლის წინ, როდესაც პირველად დამიწერა ცირა ბზიშვილმა სიმღერა „საქართველო ერთადერთია”, ბულგარეთში გავიტანე, ჩემს პირველ კონკურსზე, მანამდე კონცერტებში მქონდა მონაწილეობა მიღებული მხოლოდ. ჟიურის ძალიან მოეწონა, ფეხზე იდგნენ, ხელებს წევდნენ, ოვაციებით მეგებებოდნენ. მეკითხებოდნენ ვინ იყო ჩემი მასწავლებელი, ვინ დაწერა ეს სიმღერა, მეუბნებოდნენ, რომ ამ სიმღერის წყალობით ავიღე გრანპრი...


შემდეგ იყო კონკურსი „ოქროს მუზა” უკვე საქართველოში, აქაც გრანპრი ავიღე. შემდეგ იყო ”ნიჭიერი”, ნახევარფინალამდე მივედი, კლასიკური განხრით ვმღეროდი. შემდეგ იტალიაში ვიყავი კონკურზე და პირველი ადგილი ავიღე, ამის შემდეგ იყო კვლავ ბულგარეთი, შემდეგ კი თელავში საერთაშორისო კონკურსში მივიღე მონაწილეობა, სადაც გავიმარჯვე და საფრანგეთში მივდივარ.

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?


მინდა რომ კლასიკური განხრით წავიდე, ბევრი მიწვევა მაქვს, ჯერ არ ამირჩევია, არ ჩამოვყალიბებულვარ ბოლომდე. უახლოეს მომავალში, დეკემბერში, შესაძლოა იტალიაში დავბრუნდე უკვე მუსიკალურ სასწავლებელში სასწავლებლად.


ცირა: ძალიან გადატვირთულია ჩემი ცხოვრება, როგორც სტუდიური ასევე შემოქმედებითი, ახლა თბილისობა გვიახლოვდება და ამისთვის ვემზადებით. შრომატევადი პერიოდია, მზადდება ჩემი საავტორო სიმღერების რამდენიმე პროექტი, ახლა 27 სექტემბერს არის ჩემი და ზურას სიმღერის ”მჯეროდა” ახლებური ვერსიის პრეზენტაცია.


ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე, რომლის პრემიერაც ახლა შედგება...


შარშან დავუწერე ალექსანდრეს ეს სიმღერა, შემდეგ დავურეკე ნანას, მის პედაგოგს ჩამომიყვანეთ ბავშვი, რომ ჩავწეროთთქო, ისე მოხდა, რომ პროექტ ”რანინაში” მონაწილეობდა და ვერ მოახერხა ჩემამდე მოსვლა. გაზაფხულზე მესტუმრა ალექსანდრე, გავიმღერე ერთხელ, თვითონაც გაიმღერა, შევედით სტუდიაში და ჩავწერეთ. ზუსტად ერთ კვირაში ვიგებ, რომ ახალი სიმღერით აიღო გრანპრი.


მუსიკა ტექსტი არანჟირება მეკუთვნის მე-ცირა ბზიშვილს, ბექ ვოკალში დაგვეხმარა ტატო გოდერძიშვილი.


ალექსანდრე:

იმდენად მომეწონა ეს სიმღერა პირველად, რომ მოვისმინე ჟრუანტელმა დამიარა და ცრემლებიც წამომივიდა. საერთოდ ასეთი რამე არ მემართება სიმღერის მოსმენის დროს, ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო.

 

წარმატებას გისურვებთ, მომავალ შეხვედრამდე...





ალექსანდრე ზაზარაშვილი - რომ შემეძლოს

You must have Flash Player installed in order to see this player.


გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.



ალექსანდრე ზაზარაშვილი - საქართველო ერთადერთია. Live




ცირა ბზიშვილი და ალექსანდრე ზაზარაშვილი. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები


Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge