„დრო მიდის“ – დავით ძიძიგურმა ყველასთვის საყვარელი სიმღერა ახლებურად ააჟღერა
Ardaidardo.Ge
გადაცემა „რადიო დუეტის“ სტუმარი მომღერალი დათო ძიძიგური იყო, მან რადიომსმენელს ყველასათვის საყვარელი სიმღერის „დრო მიდის“ ახლებური ვერსია შესთავაზა.

როგორ განწყობაზე ხარ?


როდესაც „არ დაიდარდოში“ მოვდივარ ყოველთვის არაჩვეულებრივი განწყობა მაქვს და ფანტასტიკურ ხასიათზე ვარ, მე ვარ თქვენი ერთგული. თუკი რამე გამიკეთებია, ყველა სიმღერა „არ დაიდარდოში” ტრიალებს და თქვენი რადიოს აქტიური მსმენელი ვარ.


მოგვიყევი შენს ახალ ნამუშევარზე...


ამ ყველასათვის საყვარელი სიმღერის ახლებური ვერსიის გაკეთება ნატო დუმბაძის იდეა იყო, არანჟირება ცირა ბზიშვილს ეკუთვნის, ყველასთვცის საყვარელ ადამიანს. მუსიკის და ტექსტის ავტორია ნატო გელაშვილი, პირადად ჩემთვის შეიქმნა და მხოლოდ ერთი შემსრულებელი ყავს. ბევრი წლის წინ პირველად ”არ დაიდარდოში” მოვიტანე ეს სიმღერა და თქვენი რადიოს ძალიან დიდი დამსახურებაა ამ სიმღერის პოპულარობა.


კლიპის გადაღება ან სატელევიზიო პრემიერა თუ იგეგმება?


ჯერ არ ვგეგმავ, არ გამოვრიცხავ, მაგრამ არ გადამიწყვეტია. სატელევიზიო პრემიერას გავაკეთებ აუცილელად. ახლა ვემზადები ცირა ბზიშვილის სიმღერის ჩასაწერად და აი სწორედ ამ სიმღერაზე გადავიღებ ვიდეორგოლს.


შენს შემოქმედებაში არის ხოლმე პაუზები, ახლა რა პერიოდი გაქვს და როგორია შენი სამომავლო გეგმები?


ზარმაცი ვარ ბუნებით, ძალიან ცუდია ვიცი, მაგრამ არ უარვყოფ. ამ დროისთვის მარიკა კვალიაშვილის სიმღერას ვაკეთებ კიდევ, ესეც სიახლეა.


წარმატებებს გისურვებთ...




დათო ძიძგური - დრო მიდის (2018 ვერსია)

You must have Flash Player installed in order to see this player.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.




დათო ძიძიგური. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები


Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge