რა სიაახლეებით ხვდება ჯგუფი „ჯეო პლანეტი” 10 წლის იუბილეს
Ardaidardo.Ge
„არ დაიდარდოს“ გადაცემა „რადიო დუეტს“ თაკოსთან ერთად, ჯგუფი „ჯეო პლანეტის” -მუსიკალური პროდიუსერი, კომპოზიტორი, არანჟირების ავტორი, მიქს და მასტერინგის ინჟინერი ედიშერ ლომაძე და მომღერალი ნანუკა გიორგობიანი სტუმრობდნენ, გადაცემის ფარგლებში ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერის, ბიძინა კვერნაძის სიმღერის „შემოდგომის ყვავილებს“ ახალი ვერსიის პრეზენტაცია შედგა.


მოგესალმებით, მოგვიყევით რა სიახლეებია თქვენსკენ?


ნანუკა:


ჩვენკენ ძალიან კარგი ამბებია, ვმუშაობთ პროექტზე , რომლის პრეზენტაციაც გვექნება გერმანიაში, შემდეგ კი ჩამოვიტანთ საქართველოში. პროექტის პროდიუსერია ედიშერი.


ედიშერი:


მომავალ წელს საერთაშორისო ფესტივალზე გვაქვს მიწვევა, თანაც ჯგუფი 10 წლის ხდება, საიუბილეო წელია და აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ პროექტის პრეზენტაცია გერმანიაში მოხდეს.

 

რა პროგრამაზეა საუბარი, რამდენი სიმღერისგან შედგება, ვინ მუშაობს ამ პროექტზე?


ნანუკა:


პროექტი არის თავიდან ბოლომდე საავტორო, სრულიად განხვავებული პროექტია, გვინდა რომ სიახლე შევიტანოთ და ძალიან საინტერესო გამოვა დარწმუნებული ვარ.


ედიშერი:


პროექტი დაახლოებით საათნახევრიანი იქნება, საუბარია 18-20 სიმღერაზე. გარკვეული ნაწილი გაკეთებულია, ახლა ვიწყებთ მუშაობას და 7-8 თვის განავლობაში გაგრძელდება მოსამზადებელი პერიოდი, სტუდიური სესიები თუ ლაივში მუშაობა. ეს ყველაფერი დაეფუძნება ქართულ ეროვნულ ფოლკლორს, ასევე ჟანრების მრავალფეროვნება იქნება. წინასწარ რთულია საუბარი, მაგრამ იდეა და აზრი ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, საით წავიდეთ.


ჩვენს ჯგუფში არაერთი ცნობილი ახალგაზრდა მუსიკოსი იყო: ნიკო ბერიძე, გიორგი ბერიძე, მიშო სულუხია, თეო ჩიტიშვილი, ლუკა ზაქარიაძე. ეს ადამიანები ახლა სოლო კარიერას აგრძელებენ და იმის თქმა მინდა რომ თავიდან ქართულ ფოლკლორზე იყო ორიენტირებული, მძიმე მუსიკას ვუკრავდით, შარშან კი მას მერე რაც ნანუკა არის ჩვენთან ჟანრი შეიცვალა. ბენდი შეიკრა თავიდან და ნანუკაზე დიდ იმედებს ვამყარებთ, იმედია გაართმევს თავს.


როდისთვის იქნება ეს პროგრამა მზად რომელზეც ვსაუბრობთ და საქართველოში როდის გაახარებთ თქვენს გულშემტკივრებს, როდის შეძლებს ქართველი მსმენელი ”ჯეო პლანეტის” მოსმენა?


საერთაშორისო ფესტივალი მაისი-ივნისის თვეში იგეგმება, განსაკუთრებული მზარდაჭერის გარეშე ამხელა პროექტის კეთება ძნელია და მხარდაჭერას ვგრძნობთ გერმანული მხარისგან. საქართველო-ბრანდერბურგის საზოგადოების თავმჯდომარე პავლე შპეტიშვილი გვიდგას მხარში, ბრენდონ სთოუნის მამა. ასევე, ძალიან გვეხმარება ქ.ბათუმის მერიასთან არსებული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ჯონი საბაშვილი. ამ ადამიანების გარეშე აქამდე ვერც მოვიდოდით.

 

ბათუმში თუ იღებთ ღონისძიებებში მონაწილეობას და ხომ არ იგეგმება რაიმე უახლოეს მომავალში?


22-ში სოლო კონცერტი გვქონდა ბათუმში, ანბანის კოშკთან. საახალწლო ღონისძიებებზე გვექნება კონცერტები.


ცოცხალი შესრულება გვექნება სტუდიაში, რას გვიმღერებთ?


საავტორო სიმღერას შეგისრულებთ, ”ფოთოლცვენა” ასე ქვია, ჩემი მეგობარი ალექსანდრე გოგიჩაიშვილი ასრულებდა, რომელიც ტექსტის ავტორი იყო, ამ სიმღერის შექმნის შემდეგ ორ თვეში გარდაიცვალა, ახლახან მოვასმენინე ნანუკას, ძალიან მოეწონა, განვაახლეთ და ვაპირებთ ჩაწერას.


მოგვიყევით თქვენს ახალ სიმღერაზე...


ამ ყველასთვის ნაცნობი სიმღერის, ბიძინა კვერნაძის ”შემოდგომის ყვავილებს”, რიმეიქის შემქნის იდეა შარშან გამიჩნდა, აკუსტიკური გიტარის თანხლებით. ინსტრუმენტალური ნაწილი ავიღე გია ყანჩელის ”ის აქ არის” ნაწარმოებიდან. რიმეიქზე მუშაობის მუზა ნანუკა იყო, მისი სიმღერის მანერა, თავისებურება.


ნანუკა 19 წლის არის, არ აქვს იმხელა პრაქტიკა რომ ამხელა რისკი გაემართლებინა, მაგრამ მე ვიცი მისი შესაძებლობები და ამის არ მეშინოდა. საკმაოდ რთული იყო, 4-5 თვე გაგრძელდა მუშაობის პროცესი. ჩაიწერა კულტურის ცენტრში.


ეს სიმღერა, ალექსანდრე სავანელს ჩემს მეგობარს მოვასმენინე, მან მითხრა ბატონ გია ყანჩელს ვაჩვენებო, ერთი თვე ველოდით შეფასებას და გარკვეული დროის შემდეგ ალეკომ დამირეკა და მითხრა, რომ ბატონ გიასთან ვარ სახლში და ორჯერ მოვუსმინეთ სიმღერასო. შემდეგ პირადად გამასაუბრა ბატონ გიას, მან მითხრა, რომ მოუსმინა სიმღერას და მადლობა გადამიხადა, ძალიან მაგარი ვერსიააო, ჩათვალე ჩემი მეგობრის ბიძინას მაგივრადაც მე გიხდი მადლობასო. აღნიშნა, რომ ნანუკას ხმა უხდება ამ ვერსიასო. ვერ გამოვხატავ იმ გრძნობას, რაც მაშინ დამეუფლა.


წარმატებებს გისურვებთ...




ჯეო პლანეტი - შემოდგომის ყვავილებს

You must have Flash Player installed in order to see this player.

 


გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.

 



Geo Planet - ფოთოლცვენა. Live





Geo Planet. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი





ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge