„ბასიანის” სიმღერის პრემიერა გადაცემაში „რადიო დუეტი“
Ardaidardo.Ge
რადიო „არ დაიდარდოს“ თაკო მელიქიშვილის საავტორო გადაცემაში „რადიო დუეტი“ ანსამბლი „ბასიანი” პირველად ესტუმრა, გადაცემის ფარგლებში ახალი სიმღერის „ვოისა და განდაგანა” რადიოპრემიერა გაიმართა, ანსამბლის წევრებმა კი მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.



ანსამბლის უახლოეს გეგმებში გერმანიაში გამგზავრება შედის, სადაც „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის“ ფარგლებში კონცერტი გაიმართება. ასევე დაგეგმილია კონცერტები გერმანიის სხვა ქალაქებშიც.



ანსამბლი ხშირად მოგზაურობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, საკმაოდ ცნობილია მათი სახელი როგორც ევროპაში ასევე აზიის სხვადასხვა ქვეყნებში.



ფოლკლორული ანსამბლის რეპერტუარი ქართულ ხალხურ სიმღერებს და საეკლესიო რეპერტუარს აერთიანებს, როგორც ანსამბლის წევრები ამბობენ, ძველი ქართული სიმღერების და საგალობლების მარაგი იმდენად ამოუწურავი და მრავალფეროვანია, რომ მათი რეპერტუარი მუდმივად განახლების რეჟიმშია.



ანსამბლის მთავარი მიზანი და პრიორიტეტი საქართველოს რეგიონებში სტუმრობა და კონცერტების გამართვაა. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ანსამბლი რეპერტუარის განახლებაზე დაიწყებს მუშაობს, შედეგს კი უკვე 2019 წელს გამართულ კონცერტზე ვიხილავთ.



ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი ”ბასიანი” 2000 წელს საქართველოს საპატრიარქოში ჩამოყალიბდა, 2013 წელს კი საქართველოს სახელმწიფო ანსამბლის წოდება მიენიჭა.

 



ანს. ბასიანი - ვოისა და განდაგანა

You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.



ანსამბლი "ბასიანი" - მრავალჟამიერი. Live




ანსამბლი "ბასიანი". გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები


Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge