„ნაღდი ყარაჩოღლური სიმღერა“ – დათო ნეფარიძის სიმღერის პრემიერა „რადიო დუეტში“
Ardaidardo.Ge
„რადიო დუეტის“ სტუმარი მომღერალი დათო ნეფარიძე იყო, ახალი სიმღერის პრემიერის პარალელურად მან ახალ პროექტზე ისაუბრა, რომლის განხორციელებაც უკვე დაწყებულია და აღმოსავლური სიმღერების ჩაწერას ითვალისწინებს.



„მომნატრებია“ ასე ქვია ახალ სიმღერას, რომელიც პირველებმა ”არ დაიდარდო”-ს მსმენელებმა მოისმინეს, არანჟირების ავტორი ზაზა ხუბუკელაშვილია, სიმღერაც მის სტუდიაში ჩაიწერა, ტექსტი ნანა ცინცაძეს ეკუთვნის.



გადაცემის ფარგლებში მომღერალმა, თბილისელებს თბილისობა მიულოცა და აღნიშნა, რომ „ნაღდი ყარაჩოღლური სიმღერა“ სწორედ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით მოამზადა.



დათო ნეფარიძემ „არ დაიდარდოში“ შემდეგი ვიზიტიც დააანონსა, მომღერალის თქმით ძალიან საინტერესო დუეტზე მუშაობს, რომლის პრეზენტაცია ტრადიციულად „რადიო დუეტი“-ს ფარგლებში გაიმართება, თუ ვინ არის დათოს მეწყვილე მან საიდუმლოდ დატოვა.




დათო ნეფარიძე - მომნატრებია

You must have Flash Player installed in order to see this player.

 



გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.




დათო ნეფარიძე. გადაცემა "რადიო დუეტი". 5.10.2018. ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge