შაბათის თხოვნები
შაბათის თხოვნები
“შაბათის თხოვნები თაკოსთან ერთად”


ეთერში გასვლის დრო: 19:00 სთ
ეთერში გასვლის ხანგრძლივობა: 2საათი
წამყვანი: თაკო მელიქიშვილი

ყოველ შაბათს არ დაიდარდოს ეთერშია შაბათის თხოვნები თაკოსთან ერთად. გადაცემას ჰყავს სტუმარი, რომელიც შესაძლებელია იყოს ცნობილი ქართველი მომღერალი, მსახიობი, კომპოზიტორი, სიმღერათა ტექსტის ავტორი და ა.შ. შაბათის თხოვნები აგებულია სტუმრის და მსმენელის ურთიერთობაზე. ცნობილი სტუმარი წამყვანის ამპლუაში გვევლინება 2 საათის განმავლობაში და თაკოსთან ერთად უძღვება მუსიკალურ თხოვნებს.

გადაცემის დასასრულს მომღერალი ცოცხლად ასრულებს რომელიმე სიმღერას პირდაპირ ეთერში. შაბათის საღამოს ასევე ერთვის სიმღერის პრემიერა, გადაცემა სრულდება ვიქტორინით. შეგახსენებეთ რომ 3 საათის ინტერვალში (19-22სთ-მდე) გადის ერთი კომპოზიტორის სამი სიმღერა. დროის ამ მონაკვეთის ბოლოს გელით ვიქტორინა. მსმენელი რომელიც დაასახელებს ზემოთხსენებული სიმღერების ავტორს, ხდება გამარჯვებული და  გადაეცემა პრიზები.
სტუმრად თაკოსთან - ჯგუფი "ფოლკ-როლი"
27 ივნისს რადიო არ დაიდარდოს და თაკოს ესტუმრა ჯგუფი ”ფოლკ-როლი” და მათი პროდიუსერი ლიკა ჭელიძე. ჯგუფი რამოდენიმე თვეა რაც გაიცნო არ დაიდარდოს მსმენელმა სიმღერით ”ჯანაია” და დიდი სიმპატიაც დაიმსახურა.
სტუმრად თაკოსთან - სოფო ბედია
ოთხშაბათს, 12 ივნისს, 16 საათზე, რადიო არ დაიდარდო-ს პირდაპირ ეთერში გავიდა გადაცემა “სტუმრად თაკოსთან”. თაკოს სტუმრობდა უმშვენიერესი, უნიჭიერესი და ყველასათვის საყვარელი მომღერალი სოფო ბედია.
შაბათის თხოვნები - ფორტე - ნუცა ჯანელიძე. /  შაბი & გიორგი წერეთელი
შაბათს, 25 მაისს, 19 საათზე, რადიო არ დაიდარდო- ს პირდაპირ ეთერში გავიდა მორიგი გადაცემა შაბათის თხოვნები თაკოსთან. არ დაიდარდოს ესტუმრა ცნობილი მუსიკალური კოლექტივის ფორტეს ხელმძღვანელი, აკომპანიატორი და მუსიკოი ნუცა ჯანელიძე.
შაბათის თხოვნები თაკოსთან - დათო არჩვაძე და ჯგუფი "ეგარი"
შაბათს , 25 მაისს, 19 საათზე რადიო არ დაიდარდოს პირდაპირ ეთერში გავიდა მორიგი გადაცემა "შაბათის თხოვნები თაკოსთან ერთად". ამჯერად თაკოს ესტუმრა კომპოზიტორ შემსრულებელი დათო არჩვაძე. გადაცემას სატელეფონო ჩართვით სტუმრობდა ჯგუფ ეგარის ხელმძღვანელი ,სტუმარებმა ისაუბრეს ერთობლივ სიმღერაზე.
თხოვნები თაკოსთან - შაბი და გიორგი წერეთელი
შაბათს 18 მაისს 19 საათზე, რადიო არ დაიდარდო-ს ეთერში გავიდა გადაცემა "თხოვნები თაკოსთან" ამჯერად თაკოსთან სტუმრად იმყოფებოდა ისრაელში მოღვაწე ქართველი მომეღრალი შაბი და მომღერალი გიორგი წერეთელი.
სტუმრად თაკოსთან - მანანა თოდაძე
18 მაისს, რადიო არ დაიდარდოს პირდაპირ ეთერში გავიდა მორიგი გადაცემა ”სტუმრად თაკოსთან”. თაკოს სტუმრობდა მოსკოვში მოღვაწე ქართველი მომღერალი მანანა თოდაძე.
სტუმრად თაკოსთან - ნინო ღავთაძე და მიშა შარაბიძე
შაბათს , 19 საათზე, რადიო არ დაიდარდო-ს პირდაპირ ეთერში გავიდა გადაცემა სტუმრად თაკოსთან. თაკოს მასპინძლობდა ნინო ღავთაძე და მიშა შარაბიძე.
შაბათის თხოვნები - ეკა კვალიაშვილი
შაბათს , 19 საათზე, რადიო არ დაიდარდო-ს პირდაპირ ეთერში გავიდა მორიგი გადაცემა შაბათის თხოვნები თაკოსთან ერთად. თაკოს სტუმრობდა ეკა კვალიაშვილი.
სტუმრად თაკოსთან - დიანა ღურწკაია

შაბათს , 19 საათზე, რადიო არ დაიდარდო-ს პირდაპირ ეთერში გავიდა მორიგი გადაცემა შაბათის თხოვნები თაკოსთან ერთად. თაკოს სტუმრობდა რუსეთში ცნობილი ქართველი მომღერალი დიანა ღურცკაია.

სტუმრად თაკოსთან - ბესო კალანდაძე და დათო კენჭიაშვილი

შაბათს , 27 აპრილს, 19 საათზე, რადიო არ დაიდარდო-ს პირდაპირ ეთერში გავიდა გადაცემა სტუმრად თაკოსთან. თაკოს სტუმრობდა ყველა თაობის საყვარელი მომღერალი ბესო კალანდაძე, დიალოგი შეეხო ვია 75 უახლეს წარსულს და რამდენიმე პირად დეტალს მომღერალთა ცხოვრებიდან. მან ისაუბრა ჩატარებულ კონცერტზე და რამდენიმე ახალ პროექტზე.