შაბათის თხოვნები
შაბათის თხოვნები
“შაბათის თხოვნები თაკოსთან ერთად”


ეთერში გასვლის დრო: 19:00 სთ
ეთერში გასვლის ხანგრძლივობა: 2საათი
წამყვანი: თაკო მელიქიშვილი

ყოველ შაბათს არ დაიდარდოს ეთერშია შაბათის თხოვნები თაკოსთან ერთად. გადაცემას ჰყავს სტუმარი, რომელიც შესაძლებელია იყოს ცნობილი ქართველი მომღერალი, მსახიობი, კომპოზიტორი, სიმღერათა ტექსტის ავტორი და ა.შ. შაბათის თხოვნები აგებულია სტუმრის და მსმენელის ურთიერთობაზე. ცნობილი სტუმარი წამყვანის ამპლუაში გვევლინება 2 საათის განმავლობაში და თაკოსთან ერთად უძღვება მუსიკალურ თხოვნებს.

გადაცემის დასასრულს მომღერალი ცოცხლად ასრულებს რომელიმე სიმღერას პირდაპირ ეთერში. შაბათის საღამოს ასევე ერთვის სიმღერის პრემიერა, გადაცემა სრულდება ვიქტორინით. შეგახსენებეთ რომ 3 საათის ინტერვალში (19-22სთ-მდე) გადის ერთი კომპოზიტორის სამი სიმღერა. დროის ამ მონაკვეთის ბოლოს გელით ვიქტორინა. მსმენელი რომელიც დაასახელებს ზემოთხსენებული სიმღერების ავტორს, ხდება გამარჯვებული და  გადაეცემა პრიზები.
სტუმრად თაკოსთან - დათუნა სირბილაძე
სამშაბათს, 19 მარტს , 19:00 საათზე, რადიო არ დაიდარდოს პირდაპირ ეთერში გავიდა მორიგი გადაცემა ”სტუმრად თაკოსთან ”. გადაცემას სტუმრობდა ქალაქური სიმღერების შემსრულებელი დათუნა სირბილაძე.
შაბათის თხოვნები თაკოსთან ერთად - ანი სირაძე
შაბათს, 19 საათზე, რადიო არ დაიდარდოს პირდაპირ ეთერში გავიდა მორიგი გადაცემა ”შაბათის თხოვნები თაკოსთან ერთად”. თაკოსთან სტუმრად იმყოფებოდა ცნობილი კომპოზიტორის ეთერ ჭელიძის შვილი ნინო ელბაქიძე, შვილიშვილი, მომღერალი ანი სირაძე.
შაბათის თხოვნები თაკოსთან ერთად - გოჩა იაშაღაშვილი
შაბათს, 16 მარტს , 19:00 საათზე, რადიო არ დაიდარდოს პირდაპირ ეთერში გავიდა მორიგი გადაცემა ”შაბათის თხოვნები თაკოსთან ერთად”. თაკოს სტუმრობდა კომპოზიტორი, მომღერალი გოჩა იაშაღაშვილი.
”სტუმრად თაკოსთან” - ნინო ქათამაძე და გოჩა ყაჭეიშვილი
21 თებერვალს, რადიო არ დაიდარდოს პირდაპირ ეთერში გავიდა მორიგი გადაცემა ”სტუმრად თაკოსთან”. თაკოს სტუმრობდნენ მუსიკოსი ნინო ქათამაძე და ჯგუფ "Insight"-ის გიტარისტი გოჩა ყაჭეიშვილი. მათ ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და კონცერტზე, რომელიც  3 მარტს  ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
სტუმრად თაკოსთან - გიორგი აფციაური
შაბათს, 16 თებერვალს, 19:00 საათზე, რადიო არ დაიდარდოს პირდაპირ ეთერში გავიდა მორიგი გადაცემა ”სტუმრად თაკოსთან ”. თაკოს სტუმრობდა იუმორისტი გიორგი აფციაური.
სტუმრად თაკოსთან - გიორგი დათიაშვილი
შაბათს, 16 თებერვალს, 19:00 საათზე, რადიო არ დაიდარდოს პირდაპირ ეთერში გავიდა მორიგი გადაცემა ”სტუმრად თაკოსთან ”. თაკოს სტუმრობდა მომღერალი გიორგი დათიაშვილი.
შაბათის თხოვნები თაკოსთან - ანი სირაძე
შაბათს, 20 საათზე,რადიო არ დაიდარდოს და თაკოს ესტუმრა მომღერალი ანი სირაძე გადაცემა, ტრადიციულად, პრემიერით დასრულდა და მისი მოსმენა უკვე შესაძლებელია რადიო არ დაიდარდო-ს ეთერში.
შაბათის თხოვნები თაკოსთან - დათო ნეფარიძე
შაბათს, 9 თებერვალს, 19:00 საათზე, რადიო არ დაიდარდოს პირდაპირ ეთერში გავიდა მორიგი გადაცემა ”შაბათის თხოვნები თაკოსთან ერთად”. თაკოს სტუმრობდა მომღერალი დათო ნეფარიძე.
შაბათის თხოვნები თაკოსთან ერთად - ლელა წურწუმია
შაბათს, 2 თებერვალს, 19 საათზე, რადიო არ დაიდარდო-ს პირდაპირ ეთერში გავიდა მორიგი გადაცემა შაბათის თხოვნები თაკოსთან ერთად. თაკოს სტუმრობდა ცნობილი შემსრულებელი - ლელა წურწუმია.
შაბათის თხოვნები თაკოსთან ერთად - გიორგი შალვაშვილი & ფანდურა
შაბათს, 26 იანვარს , რადიო არ დაიდარდოს ეთერში გავიდა მორიგი გადაცემა”შაბათის თხოვნები თაკოსთან ერთად.თაკოს სტუმრობდა კომპოზიტირ- შემსრულებელი გიორგი შალვაშვილი და ფანდურა.