შაბათის თხოვნები
შაბათის თხოვნები
“შაბათის თხოვნები თაკოსთან ერთად”


ეთერში გასვლის დრო: 19:00 სთ
ეთერში გასვლის ხანგრძლივობა: 2საათი
წამყვანი: თაკო მელიქიშვილი

ყოველ შაბათს არ დაიდარდოს ეთერშია შაბათის თხოვნები თაკოსთან ერთად. გადაცემას ჰყავს სტუმარი, რომელიც შესაძლებელია იყოს ცნობილი ქართველი მომღერალი, მსახიობი, კომპოზიტორი, სიმღერათა ტექსტის ავტორი და ა.შ. შაბათის თხოვნები აგებულია სტუმრის და მსმენელის ურთიერთობაზე. ცნობილი სტუმარი წამყვანის ამპლუაში გვევლინება 2 საათის განმავლობაში და თაკოსთან ერთად უძღვება მუსიკალურ თხოვნებს.

გადაცემის დასასრულს მომღერალი ცოცხლად ასრულებს რომელიმე სიმღერას პირდაპირ ეთერში. შაბათის საღამოს ასევე ერთვის სიმღერის პრემიერა, გადაცემა სრულდება ვიქტორინით. შეგახსენებეთ რომ 3 საათის ინტერვალში (19-22სთ-მდე) გადის ერთი კომპოზიტორის სამი სიმღერა. დროის ამ მონაკვეთის ბოლოს გელით ვიქტორინა. მსმენელი რომელიც დაასახელებს ზემოთხსენებული სიმღერების ავტორს, ხდება გამარჯვებული და  გადაეცემა პრიზები.
შაბათის თხოვნები თაკოსთან ერთად - ლაშა ღლონტი
შაბათს, 30 ოქტომბერს, 19 საათზე, რადიო "არ დაიდარდოს" პირდაპირ ეთერში გავიდა მორიგი გადაცემა "შაბათის თხოვნები თაკოსთან ერთად". ამჯერად თაკოს ესტუმრა კვარტეტ ალილოს ხელმღვანელი, მომღერალი - ლაშა ღლონტი.
”შაბათის თხოვნები თაკოსთან ერთად”  - ნინო ჩხეიძე
შაბათს, 25 ოქტომბერს, 19 საათზე, რადიო  " არ დაიდარდო"-ს ეთერში გავიდა გადაცემა "შაბათის თხოვნები თაკოსთან ერთად". ამჯერად თაკოს ნინო ჩხეიძე ესტუმრა.