სტუმრად თაკოსთან - მანანა თოდაძე
სტუმრად თაკოსთან - მანანა თოდაძე

18 მაისს, რადიო არ დაიდარდოს პირდაპირ ეთერში გავიდა მორიგი გადაცემა ”სტუმრად თაკოსთან”. თაკოს სტუმრობდა მოსკოვში მოღვაწე ქართველი მომღერალი მანანა თოდაძე.           მათ ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და კონცერტზე, რომელიც 31 მაისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. მანანა თოდაძემ დაწვრილებით ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და ასევე კონცერტზე სახელწოდებით ”თქვენთან ყოფნა მომენატრა". ცნობილი გახდა, რომ ფილარმონიის სცენაზე მომღერალი მეგობრებთან ერთად ყველასათვის ნაცნობ და საყვარელ ჰიტებს შეასრულებს, ასევე შეასრულდება სიმღერები თავისი ადრინდელი ალბომებიდან, ნაცნობი მელოდიები ახალი ინტერპრეტაციით, იქნება სიურპრიზებიც. რადიო პარტნიორი არ დაიდარდო გახლავთ. გადაცემა ტრადიციულად პრემიერით დასრულდა და მისი მოსმენა ექსკლუზიურად უკვე შესაძლებელია რადიო არ დაიდარდო-ს ეთერში.

 

 

მანანა თოდაძე - გაპატიე


You must have Flash Player installed in order to see this player.

 

მუსიკა - დათო არჩვაძე

ტექსტი - ნანა ცინცაძე

არანჟირება: გიგა კუხიანიძე და რომეო გიორგაძე

სტუდია - გიგა კუხიანიძე