ვიქტორინები
”დილის ჰიტი”
რადიო ”არ დაიდარდო” წარმოგიდგენთ ყოველდღე 09:00 - 13:00 საათამდე ”დილის ჰიტს”.მსმენელმა უნდა დაიმახსოვროს დილის 09:00, 10:00, 11:00, 12:00 საათებზე დასული სიმღერები და გამოიცნოს წამყვანის მიერ დასახელებულ დროს გასული სიმღერა, რომელიც იქნება ”დილის ჰიტი”.გათამაშება მოხდება 13:00 საათზე, გამარჯვებული კი დაჯილდოვდება პრიზებით.




”აბა გამოიცანი”
ვიუქტორინა ეთერში გადის ყოველდღე, 16:15 საათზე.
ყურადღებით მოისმინეთ ჩვენს მიერ ჩაფიქრებული სიტყვა, თქვი ასო, შეადგინე სწორი სიტყვა და მოიგე არაჩვეულებრივი, გემრიელი პრიზები - ვიქროტინაში ”აბა გამოიცანი”.




ლუდის საღამოს წარმოგიდგენთ ”ლოვენბრაუ”
ყოველდღე, საღამოს 19:00 საათიდან 22:00 საათამდე, ეთერშია მუსიკალური თხოვნები, sms-შოუ. სამი საათის განმავლობაში მუსიკალურ თხოვნებთან ერთად, წამყვანი მსმენელს ყოველი საათის შუაში სთავაზობს ერთი კონკრეტული სიმღერიდან ფრაზებს. მსმენელმა უნდა შეძლოს წამყვანის მიერ ჩაფიქრებული სიმღერის ამოცნობა. გათამაშება მოხდება ყოველდღე, 22 საათზე. გამარჯვებულს ”არ დაიდარდოსგან” უამრავი პრიზი გადაეცემა.