ნიტა ლომიძე რუსთაველის თეატრის სცენაზე ატირდა (ვიდეო)
Ardaidardo.Ge

ნიკა ლომიძის და თეა გობეჯიშვილის ქალიშვილმა, ნიტამ საზოგადოება გამოჩენისთანავე აალაპარაკა.
ის პროექტის „შენ შეგიძლია ცეკვა“ ერთ-ერთი გამორჩეული კონკურსანტი, პირველივე კასტინგიდან გახდა. ნიტა გუშინ პროექტის ფინალში გადავიდა, წამყვანების მიერ ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას, 12 წლის გოგონა ემოციურად შეხვდა და რუსთაველის თეატრის სცენაზე იტირა. მაყურებლებს და მხარდამჭერებს კი მადლობა სპეციალური ჟესტით გადაუხადა. ნიტამ გუშინდელ ტურში თორნიკე ყარმაზანაშვილთან ერთად მოდერნ-ფოლკი იცეკვა. იხილეთ ვიდეო