ნინი ცნობილაძემ უკრაინულ „ვოისში“ კონკურენტი აშკარად დაჯაბნა (ვიდეო)
Ardaidardo.Ge

ნინი ცნობილაძე, რომელიც ქართველი მაყურებელს განსაკუთრებული ხმის გამო „ახალი ხმაში“ მონაწილეობით დაამახსოვრდა
, ამჯერად ბედს უკრაინულ „ვოისში“ ცდის. მან „ბრმა“ კასტინგის დროს ჟიურის მოხიბვლა შეძლო და შემდეგ ტურში გადავიდა.


ნინი ერთ-ერთ მონაწილეს რინგის ტურში დაუპირისპირდა, სადაც მათ ერთობლივად შეასრულეს LP-ს სიმღერა „Lost In You“. ნინიმ კონკურენტი მონაწილე აშკარად დაჯაბნა და მწვრთნელის გადაწყვეტილებით, შემდეგ ეტაპზე გადაინაცვლა.


ნინი ცნობილაძე ბოლო დროს საქართველოში ნაკლებად აქტიურობდა. ოთხი წლის წინ „ახალ ტალღაზე“ გასვლა სცადა და ჟიურის მოთხოვნით, რამდენიმე სიმღერაც შეასრულა შესარჩევ ტურზე, თუმცა მაშინ საბოლოო არჩევანი სალომე ქათამაძეზე (მდივანი) გაკეთდა, რომელმაც 2013 წელს კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა.