ლოს-ანჯელესში გიორგი მიქაძის ახალი პროექტის პრეზენტაცია შედგა
Ardaidardo.Ge

.„Georgian Micro JamZ“ – ეს არის პიანისტ გიორგი მიქაძის ახალი პროექტის სახელწოდება. ის ლოს-ანჯელესში მსმენელმა ახლახან მოისმინა. მორიგი თამამი ექსპერიმენტის პრემიერა სახელოვნებო სივრცეში „The Broad Stage“ შედგა.


გიორგი მიქაძის პროექტში მონაწილეობენ ლეგენდარული გიტარისტი, დევიდ ფიუზინსკი, ვირტუოზი ბასისტი მონო ნეონი და დრამერი შონ რაითი. პროექტის იდეაა ქართული ხალხური მუსიკის წყობისა და თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობების სინთეზის შედეგად ახალი მულტიჟანრული ინსტრუმენტული მუსიკის შექმნა.


აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული პროექტი მსმენელმა განსაკუთრებული აღტაცებით მიიღო.


გიორგი მიქაძე არასდროს ერიდება საინტერესო და ორიგინალურ მუსიკალურ ექსპერიმენტებს და მის პროექტებში ყოველთვის გამორჩეული მუსიკოსები მონაწილეობენ. პიანისტი საქართველოშიც ჩამოდის ხოლმე და კონცერტებს მართავს.

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge