თამუნა მიქელაძე: „ძალიან კმაყოფილი ვარ ხალხის გვერდში დგომით…“
Ardaidardo.Ge

თამუნა მიქელაძე ცირა ბზიშვილის მიერ დაწერილი სიმღერით „მჯეროდა“ „ოქროს ტალღაზეა“ წარდგენილი.
წლის სიმღერის დაჯილდოვება ივნისის ბოლოსთვის იგეგმება. 18 ივნისამდე კი
ხმის მიცემა გაგრძელდება ინტერნეტრჩეულის გამოსავლენად.


თამუნა მიქელაძე:


ძალიან მიხარია, რომ ამ კონკურსზე მოხვდა ჩემი სიმღერა. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ცირა ბზიშვილს, ის გახლავთ სიმღერის ავტორი. ძალიან კმაყოფილი ვარ ხალხის გვერდში დგომით.


კარგია, რომ ასეთი კონკურსი ტარდება, ის მომღერლებს გვაძლიერებს, გვეძლევა საშუალება და სტიმული, ბევრი რამ გავაკეთოთ და ჩავწეროთ. მადლობ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ კონკურსს აკეთებენ, მადლობა რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“.


ნინო მურღულია