გია დავითიანი: „არ ველოდებოდი ამხელა წინსვლას...“
Ardaidardo.Ge

„ალილოს“ წევრი გია დავითიანი „ოქროს ტალღაზე“ სოლოსიმღერითაც არის წარდგენილი, რომლის სახელწოდებაა „ლეგენდა სიყვარულზე“.
მომღერლისთვის კონკურსზე წარდგენა მოულოდნელი იყო და ემოციები გაგვიზიარა.


გია დავითიანი:


ეს სიმღერა მანანა იმედაძემ დაწერა. მან შემომთავაზა ჩაწერა. ისე მოხდა, რომ ძალიან მალე ჩავწერეთ სიმღერა, დაახლოებით ერთ საათში, მოსმენის შემდეგ. ვერც ვიფიქრებდი, თუ ასე სერიოზულად მიუდგებოდა მსმენელი და მას „ოროს ტალრაზე“ წარადგენდნენ.


რატომ? უკმაყოფილო ხართ თქვენი შესრულებით?


ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, უკეთესადაც შემეძლო ჩაწერა, მაგრამ კმაყოფილი ვარ, რომ ამ სიმღერას ყურადღება მიაქციეს. ამის შემდეგ მეცოდინება, რომ ყველა ჩანაწერს დიდი სერიოზულობით უნდა მოვეკიდო (იღიმის).


არ ველოდებოდი ამხელა წინსვლას. ძალიან დიდი სამეგობრო მყავს, სანაცნობო, რომლებიც, როგორ ჩანს, ყოველდღე მაძლევენ ხმას. ისეთ მუღამში ჩავვარდი, რომ თქვენს საიტზე დღეში ათჯერ შემოვდივარ, რომ ვნახო, რომელ ადგილზეა ჩემი სიმღერა, ბევრი კომენტარი მომდის, მწერენ საქებარ სიტყვებს სიმღერასთან დაკავშირებით. ამჟამად, როგორც ვიცი, „ლეგენდა სიყვარულზე“ მესამე პოზიციაზეა.


ნინო მურღულია