„ერისიონმა“ საქართველოს რეგიონებში ტრადიციული ტურნე დაიწყო
Ardaidardo.Ge

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიურმა ანსამბლმა „ერისიონმა“ საქართველოს რეგიონებში ტრადიციული ტურნე დაიწყო.
ქუთაისის შემდეგ ახალციხე მეორე ქალაქია, სადაც ანსამბლმა რეგიონების მასშტაბით წელს კონცერტი ჩაატარა. ახალციხელი მაყურებლის წინაშე „ერისიონი“ განახლებული მუსიკალური შოუ-პროგრამით წარსდგა. მესხეთის დრამატულ თეატრში ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი სიმბოლურად ანსამბლის მთავარი დირიჟორის ჯემალ ჭკუასელის 82-ე წლის იუბილეს მიეძღვნა.


ანსამბლი „ერისიონი“ საქართველოს რეგიონების მასშტაბით კონცერტებს ქუთაისისა და ახალციხის შემდეგ ბათუმში, ვანში და ბოლოს თბილისში გამართავს. ანსამბლი 4 ივნისს ჯანო კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გამართავს.


„ერისიონის“ მომღერალთა გუნდი ივნისის თვეში გასტროლებზე გერმანიაში მიემგზავრება. მანამდე კი ანსამბლი ტაშკენტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღინილ საქართველოს საელჩოს მიერ 26-27 მაისს ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია გასტროლები ბალტიისპირეთში, უკრაინაში, ბელორუსიასა და მოლდოვეთში.