16 ქვეყნის პატარა ვარსკვლავი აინთება თბილისიდან!

Ardaidardo.Ge

ღონისძიება 26 ნოემბერს ჩატარდება.

 

პირველად ევროვიზიის ისტორიაში, ამოქმედდება ხმის მიცემის განახლებული სისტემა, რაც გულშემატკივარს მისცემს შესაძლებლობას, რჩეულ შემსრულებელს მისცეს ხმა ონლიან რეჟიმში.

განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცევა საქართველო, თბილისი – შთამბეჭდავი ისტორიითა და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით.

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-15 კონკურსს 26 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

2017 წელს მნიშვნელოვანი ცვლილება არის ხმის მიცემის პროცედურაში – ხმის მიცემა ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.

ონლაინ ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება 24 ნოემბერს და 26 ნოემბერს შეწყდება.

გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე მოისმინოს ყველა საკონკურსო სიმღერა, ნახოს საკონკურსო მუსიკალური ნომრების ფრაგმენტები, მონაწილეთა რეპეტიციების ერთწუთიანი ვიდეორგოლები და გააკეთოს არჩევანი.

26 ნოემბერს, ლაივ-შოუ საკონკურსო ნაწილის დასრულებისას ხმის მიცემის პროცედურა 15 წუთით განახლდება.

დამატებითი ინფორმაცია ხმის მიცემის წესისა და სხვა დეტალების შესახებ უახლოეს დღეებში გაირკვევა.

„მოხარულები ვართ, რომ ვმასპინძლობთ მე-15 საბავშვო ევროფესტივალს. წლების განმავლობაში, ევროვიზიის ისტორიაში ჩვენ ვნახეთ უნიჭიერესი ბავშვები, რომელთაგან ბევრი დღეს წარმატებული ხელოვანია. წელს ხმის მიცემის განახლებული სისტემა მილიონობით მაყურებელს მისცემს შესაძლებლობას ჩაერთოს კონკურსში და გააკეთოს არჩევანი,” – განაცხადა EBU-ის წარმომადგენელმა, საბავშვო ევროვიზიის აღმასრულებელმა პროდიუსერმა ჯონ ოლა სენდიმ.