გიორგი ვარდოსანიძემ ახალ სიმღერაზე კლიპი გადაიღო (ვიდეო)
Ardaidardo.Ge

 

გიორგი ვარდოსანიძემ ახალი კლიპი მუსიკომედიის თეატრში გადაიღო. სიმღერის სახელწოდებაა „აზრს“. მსახიობი დახმარებისთვის მადლობას უხდის ალეკო ბეგალიშვილს, გიორგი ყველაშვილსა და თათული თოხვაძეს, კლიპისთვის - Future Prodaction-ს.

შეგახსენებთ, რომ გიორგის ამღერების წარმატებული მცდელობა სიმღერას „ლანდებს“ უკავშირდება, რომელზე გადაღებული ვიდეოც არაერთმა ათასმა ადამიანმა ნახა. შემდეგ მან კიდევ ერთი კლიპი გადაიღო და თაყვანისმცემლებს ახლაც შეახსენა თავი, მორიგი ნამუშევრით.