სტეფანე ახალ კლიპს იღებს
Ardaidardo.Ge
სტეფანე მღებრიშვილს წარმატებული წელი ჰქონდა. რამდენიმე კომპოზიციისა და კლიპის გამოშვების შემდეგ მან სოლოკონცერტებით დატვირთული ზაფხული გაატარა ჯერ თბილისში, შემდეგ მის ფარგლებს გარეთაც.

 

როგორც თავად წერს, ახალი სიმღერაც უკვე მზადაა და მალე კლიპსაც შემოგვთავაზებს.

მომღერალი „ფეისბუქზე“ აღნიშნავს:

„ბევრი წერილი მომდის ყოველდღე, როდის მექნება კონცერტი. ეს დრო არ ჩამიგდია, ჩავწერე ახალი სიმღერა და კლიპზე ვმუშაობ. კონცერტის თარიღს ამ კვირაში გაგაგებინებთ . პროგრამას ვაუმჯობესებთ და ადგილი ვერ გადავწყვიტეთ...“