14 ოქტომბერს ზაზა მარჯანიშვილის „სამოსელი პირველი“ – მუსიკალური ვარიაციები“ გაიმართება
Ardaidardo.Ge
ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ზაზა მარჯანიშვილის პროექტს კიდევ ერთხელ იხილავს ქართველი მაყურებელი. გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველის“ თემაზე კომპოზიტორის მიერ შექმნილ მუსიკალურ ვარიაციებს მსურველები 14 ოქტომბერს მოისმენენ.

 

 

მონაწილეობენ: ნიკოლოზ რაჭველი, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ზვიად ბოლქვაძე, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა,შოთა გლურჯიძე, თეა დემურიშვილი (მეცოსოპრანო), ოთარ ჯორჯიკია (ტენორი),ირინა თაბორიძე (სოპრანო), მარიამ როინიშვილი (სოპრანო), გიორგი წამალაშვილი (ბარიტონი), გიორგი დავითაძე (ტენორი), მსახიობები: ნანა შონია და მიშა გომიაშვილი.