თაკო მელიქიშვილი: „არ ვიცოდით, გადავრჩებოდით თუ არა ჩემი შვილი და მე...“

Ardaidardo.Ge



თაკო მელიქიშვილი, როგორც მარტოხელა დედა, გადაცემა „პროფილის“ ახალი გამოშვების სტუმარი იყო. მომღერალი აღნიშნავს, რომ მამაკაცთან, ვისგანაც მეორე შვილი გააჩინა, დიდი სიყვარულის ამბავი აკავშირებდა და როცა მათი ურთიერთობა დასასრულისკენ წავიდა, გადაწყვიტა, მისგან შვილი გაეჩინა.

თაკო მელიქიშვილი:

„ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე. დღეს ძალიან ბედნიერი დედა ვარ.  ძალიან მინდოდა, ჩემს ლიზას და ან ძმა ჰყოლოდა, სურვილი იმისა, რომ ბიჭი მყოლოდა, ყოველთვის მქონდა და ისე ლამაზად დაემთხვა, რომ  ახლა გოგოც მყავს და ბიჭიც.

ეს ადამიანი საქართველოში არ ცხოვრობს, პერიოდულად ვიყავით ერთად, ზოგჯერ მე მიწევდა წასვლა. ჩვენს სფეროში არ არის, მგონი, არაა საინტერესო, ვინ არის. მე იქ წასვლას ვერ მოვახერხებდი და ის სულ აქეთ ჩამოსვლას, ამიტომ ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება...

ფაქტობრივად, ხუთ თვემდე არ მეტყობოდა მუცელი. არ ვმალავდი, მაგრამ ალბათ, ნერვიულობის ფონზე არ მეტყობოდა. რთული ორსულობა მქონდა... ვცდილობდი, რაც შეიძლება გვიან გაეგო საზოგადოებას, რომ უფრო მეტად არ დავსტრესილიყავი...

ჩემი შვილი არის შვიდთვიანი. მიწევდა მუშაობა გაორმაგებულად... ბოლოს, რატი სანამ გაჩნდებოდა, ისრაელში მომიწია წასვლამ, შვიდი თვის ორსულს, იქიდან კვიპროსზე გემზე სამი საღამო ჩავატარე. რომ დავბრუნდი, ეთერში ვიჯექი, როცა მუცელი მომწყდა... ჩემმა დაქალმა, „ფორტუნას“ რედაქტორმა, ნატამ, წამიყვანა სასწრაფო წესით სამშობიაროში. არ ვიცოდით, გადარჩებოდა თუ არა ბავშვი და გადავრჩებოდი თუ არა მე. საკმაოდ მძიმედ მახსოვს ეს პერიოდი. ასეთი რთული პერიოდი ცხოვრებაში არასდროს მქონია. ამ დროს დავინახე ნათლად, ვის უყვარხარ რეალურად და ვის - არა. რომ მივიხედ-მოვიხედე, ძალიან ცოტა იყო ის ადამიანი, ვისი იმედიც მქონდა.

ცოტა გაიწელა ეს პერიოდი, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა...“  იხ. ვიდეო