ოთო ნემსაძის ახალი სიმღერისა და ვიდეოს პრემიერა „პროფილში“ შედგა (ვიდეო)
Ardaidardo.Ge

ოთო ნემსაძემ სიმღერაზე „ბედო“ ახალი ვიდეორგოლი „პროფილის“ მაყურებელს შესთავაზა.როგორც მომღერალი ამბობს, ეს მისი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერაა. საინტერესო აკომპანემენტი მას „ნიუტონის“ ბასგიტარისტმა, შაკო ღელეყვამ გაუწია, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკოსად მიიჩნევა და ეს საკუთარ სტატუსში ოთომაც აღნიშნა.

 

 

როგორც ოთო წერს:

 

„ესეც ახალი კლიპი…

 

მოკლედ, ესაა სიმღერა, რომელიც მომდევს მთელი ცხოვრებაა და ძალიან მიყვარს.

 

მადლობა შენ Shalvadore Basshunter Niutone საოცარი მუსიკოსობისთვის ❤️❤️

 

დიდი მადლობა Betkho’s Audio Lab ს და Wee Geezer ს პროფესიონალიზმისთვის და მეგობრობისთვის.

 

ძალიან ძალიან დიდი მადლობა Giorgi Tsaava-ს იმისთვის, რომ უყვარს თავისი საქმე და ოქროს თვალები და ხელები აქვს. მადლობა, მეგობარო.

 

დიდი მადლობა ბატონ სანდრო მრევლიშვილს და თეატრ #რუსთაველის19- ს თანადგომისთვის.

 

მადლობა გადაცემა თოქ-შოუ „პროფილს“, მიყვარხართ, მეგობრებო.

 

და რა თქმა უნდა, მადლობა თქვენ ყველას იმისთვის, რომ მე ვარსებობ, როგორც მომღერალი“