კახა კუხიანიძე და ვერიკო ტურაშვილი ცნობილი ქართული სიმღერის ახალ ვერსიას შემოგვთავაზებენ
Ardaidardo.Ge

კახა კუხიანიძე და ვერიკო ტურაშვილი კვლავ გაერთიანდნენ დუეტისთვის, თუმცა ამჯერად ისინი ცნობილ ქართულ სიმღერას გააცოცხლებენ, რომელიც ყველას ძალიან უყვარს. როგორც კახამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, გადაღებები უკვე მიმდინარეობს, იღებენ ცხვარიჭამიაში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე და ასევე ერთ-ერთ კაფეში. კლიპში ვერიკოსა და კახას გარდა, პატარა გოგონა და ბიჭი მონაწილეობენ.

 

 

კლიპში მომღერლების ჩაცმულობაზე დიზაინერმა მეგი გაბუნიამ იზრუნა. ვიდეორგოლის პრემიერა დეკემბერში შედგება.