სტეფანე: „გია სურამელაშვილმა ბევრს მუსიკალური ქამინგ აუტის შესაძლებლობა მისცა...“
Ardaidardo.Ge
გია სურამელაშვილის სცენაზე მოღვაწეობის 30 წლის აღსანიშნავად ერთ-ერთ რესტორანში გამართულმა წვეულებამ დიდი აჟიოტაჟით ჩაიარა, მომღერალს თაყვანისმცემლები კიბეებთან დახვდნენ და უამრავი თაიგული მიუძღვნეს, რესტორანი კი გადავსებული იყო. მსმენელს შორის უამრავ ცნობილ სახეს ნახავდით. ახლაც, იმავე რესტორანში სურამელაშვილი 14 თებერვალს ეპატიჟება შემოქმედების თაყვანისმცემლებს. სოციალურ ქსელში ნახავთ, თუ როგორ ემზადება ესა თუ ის ცნობილი ადამიანი ამ კონცერტზე მოსახვედრად.

 

სტეფანე მღებრიშვილი, როგორც ჩანს, ამ ამბავს ეხმაურება და წერს, რომ საქართველოში, სადაც ვერასდროს აღიარებდნენ თამამად, რომ ტაშფანდურს უსმენდნენ, გია სურამელაშვილმა ყველაფერს ფარდა ახადა და აშკარა გახადა, რომ არაფრის მოსმენა არ ტეხავს.

სტეფანე წერს:

„ვერასოდეს ვერ აღიარებდნენ საქართველოში, რას უსმენდნენ გულის სიღრმეში, კვლევას ვერ ატარებდნენ. გამოკითხვაზე ამბობდნე,ნ რომ ელ ჯეროს უსმენდნენ, სინამდვილეში ისეთ ტაშ-ფანდურზე გულაობდნენ ჩუმად, რომ ბაზრობაზეც არ იშოვებოდა ეგ ჩანაწერები.

გია სურამელაშვილმა ბევრს მუსიკალური ქამინგ აუტის შესაძლებლობა მისცა, ფარდა ახადა, რომ არაფრის მოსმენა არ ტეხავს. ტეხავს როცა თამაშობ...