ამონარიდი კლიპიდან, რომელიც ნოდიკო ტატიშვილმა პარიზში გადაიღო
Ardaidardo.Ge
ნოდიკო ტატიშვილმა პარიზში კლიპი მცირე ხნის წინ გადაიღო. კომპოზიცია, რომლის ავტორებიც არიან რუსა მორჩილაძე და ირინა სანიკიძე, კიდევ ერთი ახალი სიმღერაა მომღერლის რიგით მეორე ალბომში, რომელიც მარტის თვეში ახალ კლიპთან ერთად გამოვა.

 

მუსიკალური პროდიუსინგი ბორიკო შხიანს ეკუთვნის, სიმღერა კი ჩაიწერა ხმის ჩამწერ სტუდია „ბრავო რეკორდსში“, მიქსინგი და მასტერინგი – ალეკო ბერძენიშვილი.

 

ახალი კლიპი ნოდიკო ტატიშვილის კიდევ ერთი პროექტია, რომელიც მომღერალმა „კაპიტან +“ – თან ერთად განახორციელა. კლიპის რეჟისორია ნესტან სინჯიკაშვილი, დამდგმელი ოპერატორი – ლევან ლეკიაშვილი, ხოლო პროდიუსერი – თაკო დოლაბერიძე.

 

მომღერალმა ახლახან განათავსა ამონარიდი ახალი კლიპიდან, რომელსაც ჩვენც გთავაზობთ.

(ვიდეო)