სტეფანე ახალი სიმღერის პრემიერისთვის ემზადება
Ardaidardo.Ge

რადიო „ფორტუნას“ მუსიკალური დაჯილდოების „ოქროს ტალღა 2017“ გამარჯვებულმა მომღერალმა სტეფანემ, „ინსტაგრამზე“ ახალ სიმღერაზე მუშაობის პროცესში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.

 

ვიდეო, რომელშიც ნიკოლოზ რაჭველი ჩანს, „ბრავო რეკორდსშია“ გადაღებული.

 

მომღერალი ახალი სიმღერის პრეზენტაციას, რომლის სახელიც ჯერ არ ხმაურდება, უახლოეს მომავალში გეგმავს.

 

აღსანიშნავია, რომ სტეფანე ამ სიმღერის მიხედვით კლიპსაც გადაიღებს, რომლის რეჟისორიც გრიგორ დევიჯიევი (ჯიჯი) იქნება.

 

სიმღერის ტექსტი ზაზა კოშკაძეს (კოშკას), არანჟირება კი ალეკო ბერძენიშვილს ეკუთვნის.

 

„ძალიან მალე გამოვა ჩემი ახალი სიმღერა , რომელსაც დიდი ხანი ვწერდი…. იმიტომ არა რომ რთულია, უბრალოდ დიდი პაუზის შემდეგ , რაც შეიძლება ბევრ ადამიანზე მინდოდა ყოფილიყო მორგებული .. არ ვიცი რამდენად გამომივიდა, მაგრამ საოცარმა მუსიკოსებმა მიიღეს მონაწილეობა ჩაწერაში, რომლებსაც მადლობას უკეთ მოვუხდი, როცა გამოვა. ტექსტი ეკუთვნის ზაზა კოშკაძეს (კოშკას) ვიდეოს გადაღებები იქით კვირას დაიწყება და რეჟისორის დებიუტი შედგება . კლიპს გადაიღებს გრიგორ დევიჯიევი (ჯიჯი) სიმღერა ჩაწერილია ბრავო რეკორდსში ( არანჟირება ალეკო ბერძენიშვილი)“, – წერს მომღერალი „ინსტაგრამზე“.

(ვიდეო)