პარიზში ელისო ბოლქვაძისა და „ბასიანის“ კონცერტი გაიმართება
Ardaidardo.Ge
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე საფრანგეთში აღინიშნება. პარიზში, „იუნესკოს“ სათაო ოფისში, ცნობილი ქართველი პიანისტის, „იუნესკოს“ მშვიდობის ელჩის, ელისო ბოლქვაძისა და ანსამბლ „ბასიანის“ ერთობლივი კონცერტია დაგეგმილი. ღონისძიება 4 ივნისს ჩატარდება.

 

24 მაისს, გაერო-ს სათაო ოფისში, ნიუ-იორკში, დაგეგმილია შოთა რუსთაველის 850 წლისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია და სადღესასწაულო ღონისძიება.

 

ვაშინგტონში ყოველწლიური კონფერენცია „დემოკრატია უსაფრთხოება და ეკონომიკური-საინვესტიციო შესაძლებლობები“ გაიმართება. ბრიუსელში ასევე დაგეგმილია ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტი და კონფერენცია პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მის მემკვიდრეობაზე. საფრანგეთში, ლევილის მამულის ბაზაზე მოეწყობა პირველი რესპუბლიკის ისტორიული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი, ლევილის ქართული აკადემია.