სტეფანეს ახალი ვიდეოკლიპი ახალ სიმღერაზე გამოვიდა
Ardaidardo.Ge
სტეფანე მღებრიშვილი 7 ივნისს ფილარმონიის დიდ დარბაზში კონცერტისთვის ემზადება. მანამდე მცირე ხნით ადრე კი მსმენელს დაპირებული ახალი სიმღერა წარუდგინა, რომლის სახელწოდებაა „შენთან მოვდივარ“ და ის ისეთივე მელოდიურია, როგორიც სტეფანეს დანარჩენი რეპერტუარი.

 

კლიპის რეჟისორია გრიგორ დევეჯიევი, ოპერატორი: ტატო კოტეტიშვილი, მონტაჟის ავტორი: ლევან ბუთხუზი, სტაილინგი: ბუბა ბებოშვილის, ვიზაჟი: ქრისტინა რეჯინის. პროდიუსერი გახლავთ ალექსანდრე კაკაბაძე.

 

კლიპში მონაწილეობენ ლიკა როგავა, ანი გავა, პაპუნა კაპანაძე, ნინი ვარდუაშვილი, რატი ერაძე.

 

სიმღერის მელოდია სტეფანეს ეკუთვნის, ტექსტი – ზაზა კოშკაძეს. მუსიკალური პროდიუსერი ალეკო ბერძენიშვილია. სიმღერა ჩაიწერა „ბრავო რეკორდსში“ ნიკოლოზ რაჭველის, პაატა ნადრიაძისა და ზაზა ცერცვაძის მონაწილეობით.

 

სტეფანემ სიმღერისთვის უამრავი კომპლიმენტი მიიღო. გასული წელი და წლევანდელიც მისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. წლის სიმღერისთვის მას „ოქროს ტალღა 2017“ გადაეცა.

(ვიდეო)