სოფო ბათილაშვილი: „კოსტა კარანაძის წყალობით შევასრულე „დაიგვიანეს“
Ardaidardo.Ge
„მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული, სოფო ბათილაშვილი წერს, რომ კოსტა კარანაძის წყალობით მიეცა საშუალება, შეესრულებინა „დაიგვიანეს“ საფინალო ტურში, რამაც როგორც იცით, მაყურებლის დიდი ართოვანება გამოიწვია.

 

გთავაზობთ სოფოს სტატუსს:

 

„Konstantine Karanadze-ს წყალობით მომეცა ამ სიმღერის შესრულების საშუალება, მას მოვასმენინე ამ სიმღერის ნაწყვეტი და გადაწყვიტა, რომ კარგად გამომდიოდა და იქამდე იძახა, სოფოს „დაიგვიანეს“ მოუსმინეთ, მოუსმინეთ, მოუსმინეთო, სანამ არ შეაწუხა ხალხი და ძალით არ მოასმენინა ხელმძღვანელებს, რომლებმაც საბოლოოდ ეს სიმღერა მომცეს ფინალში სამღერად…

 

Nugzar-David Kavtaradze ადამიანი, რომელმაც პირველმა შემაჭიდა ამ სიმღერას და შემაყვარა!..

 

გიორგი უშიკიშვილის მოსმენით და მისი ტექნიკის გამეორების მცდელობით ბევრ ახალ რამეზე ვიმუშავე, თავი დავაკალი და საბოლოოდ ასეთი გამოვიდა…

 

სიამოვნებით შევასრულებდი ამ სიმღერას ახლიდან“.