სოფო ბათილაშვილმა გია ყანჩელისა და ნანი ბრეგვაძის შექება დაიმსახურა
Ardaidardo.Ge
ნიკოლოზ რაჭველი აქვეყნებს ფოტოს, სადაც ნანი ბრეგვაძე და გია ყანჩელი არიან გამოსახულნი. დირიჟორი ჰყვება, როგორ ისაუბრეს მათ „მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებულის, სოფო ბათილაშვილის შესახებ და როგორ შეაქეს ის. გთავაზობთ ნიკოლოზ რაჭველის „ფეისბუქ“-ჩანაწერს ამ თემაზე.

 

„80 წელს გადაცილებული ორი უდიდესი ქართველის ნანი ბრეგვაძის და გია ყანჩელის დიალოგი (ზუსტად ამ მომენტში):

 

ნანი – საოცარი გოგოა, როგორ გრძნობს მუსიკას, როგორ აკეთებს ნიუანსებს, მელოდიასაც ცვლის ხოლმე საოცარი გემოვნებით, ფრაზებით…

 

გია – ვისზე ამბობ, ნანი?

 

ნანი – აი, ახლა რომ გამოჩნდა, სოფო.

 

გია – სოფო? ბათილაშვილი?

 

ნანი – კი, კი, სოფო ბათილაშვილი!

 

გია – გეთანხმები, ნანი, მეც ძალიან მომწონს, არაჩვეულებრივი მუსიკოსი და მომღერალია

 

ნანი – თან, რა გოგოა, რომ ვუყურებ, მიხარია!!! რა კარგია, რომ მოდის ასეთი მომღერალი.

 

გია – ნამდვილად, ჩემო ნანი!!! მეც ძალიან მიხარია!!!

 

Sofo Batilashvili ❤ რა ბედნიერება იყო ჩემთვის ამ დიალოგის მოსმენა! მათი აზრი, შეფასება, შორსჭვრეტა და გულშემატკივრობა ძალიან დიდი მონაპოვარია! გილოცავ“