სოფო ბედია: „ქმარს მშობიარობას არ დავასწრებ!..“
Ardaidardo.Ge
სოფო ბედიას მარჯანიშვილზე „სტრადაში“ შევხვდით, სადაც სამი თვის ფეხმძიმე მომღერალმა სიამვონებით იპოზიორა ფოტოკამერის წინ. ის და მიშა მესხი ნანატრ შვილს ელოდებიან. მათ ბიჭი შეეძინებათ, რომლის სახელიც ჯერ არ მოუფიქრებიათ… სოფოს დედის და დედამთილის დახმარების იმედი აქვს, ძიძის აყვანას არ აპირებს, რადგან თავადაც ბევრი დროის გატარებას გეგმავს შვილთან.

 

სოფო ბედია:

 

ათი წლის წინ გავაჩინე ნიკუშა. რა თქმა უნდა, მაშინ ბავშვი ვიყავი, 23 წლის. დედობა გასახარია მუდამ, მაგრამ მაშინ ბავშვი ვიყავი, 33 წლის ვარ, ასაკად არ მიიჩნევა, მაგრამ ახლა პატარა აღარ ვარ. მეხუთე წელია, მე და მიშა ერთად ვართ. ხალხს ეგონა, რომ ბაშვისთვის არ მეცალა. რატომ არ აჩენო, ეს კითხვა იყო და ძალიან მოსაბეზრებლადაც მისვამდნენ. შეიძლება, მართლა არ გინდა… მაგრამ როცა ძალიან გსურს და მტკივნეულ ადგილას რომ გაჭერენ ფეხს. გვინდოდა ძალიან, მაგრამ არ მოხდა. იყო რამდენიმე შემთხვევა, მაგრამ ცუდად დამთავრდა, ისედაც სტრესული და ტრავმული იყო ჩემთვის… ოჯახის წევრები გაგებით ეკიდებოდნენ, ძალიან შეგნებული ადამიანები გვყავს ყველა მხრიდან. ნაკლებად ახლობელი ადამიანები მეკითხებოდნენ. ყველაფერი ღმერთის ნებაა, როცა უფალმა მოინდომა, მაშინ მოგვცა ეს ბედნიერება. ღმერთს ვთხოვ, მშვიდად ჩაიაროს ყველაფერმა, როგორც ახლა ვარ. ორსულებს რომ ახასიათებთ, არც ტოქსიკოზი და არც სხვა რამ არ მაქვს. ერთადერთი, წონაში ვიმატებ და ეს არის სადარდებელი, მაგრამ ამასაც არ ვდარდობ. სულ მშია, მაგრამ ვცდილობ, კალორიულ საკვებსა და ცომს მოვერიდო. არადა, ბოლო წლებში სულ დიეტაზე ვარ და ცომზე ვამბობდი უარს, მაგრამ ორსულობისას ისევ მომინდა. ახლა უარი ვთქვი და სურვილის მიუხედავად, არ მივირთმევ. ვცდილობ, ბევრი არ ვჭამო…

 

ექიმთან შეათანხმე?

 

რა თქმა უნდა. ძალიან ჭკვიანი ორსული ვარ. დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები ორსულობას.

 

ნიკუშას გაუხარდა, ძმა რომ ეყოლება?

 

ნიკუშას ისე ვუყვარვარ, ჩემზე აფანატებს. თავიდან ალბათ ექნება მცირე ეჭვიანობა, მაგრამ მე ასეთი მიდგომა მაქვს – სულ ვეუბნები, რომ ის არის ჩემთვის პირველი და უნდა დამეხმაროს… სხვათა შორის, თავად უნდოდა ძმა. მე და მიშას გოგონა გვსურდა. არის ქალების კატეგორია, ვისაც უნდა, სულ ბიჭები გააჩინოს, მე არ ვარ ასეთი, ლოგიკურად მინდოდა გოგო, რადგან ბიჭი მყავს… თუ ღმერთის ნებით მოხდება, რა თქმა უნდა, გოგოსაც გავაჩენ. მიშას ხიბლავს კიკინებიანი გოგონები, ბავშვებსაც ძალიან უყვართ მიშა, ალბათ, ანიმაციურ გმირს ამსგავებენ (იღიმის). ბიჭი, რა თქმა უნდა, უხარია, გვარის გამგრძელებელია, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთვის სქესს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია, რადგან ნანატრი შვილია…

Ardaidardo.Ge

შენს კარიერას ბავშვი გამო ცოტა ხანს ხომ არ დააპაუზებ?

 

ნიკუშა რვა თვის იყო, როცა მე „ჯეოსტარში“ ვმონაწილეობდი. მახსოვს, როგორ ვწვალობდი, დავრბოდი, ბუნებრივ კვებაზე მყავდა, ძალიან ვიტანჯებოდი. მერე გასვლითი კონცერტები იყო და ბავშვს ყურადღებას ვეღარ ვაქცევდი. დედაჩემი და ბებია მეხმარებოდნენ, მაგრამ ნიკუშა სულ მენატრებოდა. ახლა დედაჩემიც მომეხმარება და დედამთილიც, ის არაჩვეულებრივი ქალბატონია და ერთი სული აქვს, როდის მომეხმარება. მათთვისაც ნანატრი ბავშვია. გადავწყვიტე, რაც ნიკუშას მოვაკელი, მეორე შვილს უფრო მეტი დრო დავუთმო. ნიკას სულ ვაკლივარ, მიუხედავად იმისა, რომ ერთად ვცხოვრობთ. სულ ჩემი უკმარისობა აქვს. ჩემი პროფესიის ადამიანებს აქვთ ეს პრობლემა. ზოგს ძიძა ეხმარება. მე ძიძა არ მჭირდება, რადგან ბებიაჩემი, 80 წლის ასაკშიც ძალიან კარგ ფორმაშია, მას და ნიკუშას ერთ ოთახში სძინავთ. მეორეზე ბევრი დამხმარება მეყოლება, მაგრამ ძირითად დროს მასთან მე გავატარებ.


(ვრცლად/ფოტოები)