მცხეთაში „ქართული ხმების“ ტრიო, აჩიკო ნიჟარაძე და სოფო ბათილაშვილი კონცერტს გამართავენ
Ardaidardo.Ge
საქართველოს ტურნეს ფარგლებში „პროექტი იქსი“ 16 სექტემბერს, მცხეთაში წარმოგიდგენთ არაჩვეულებრივ კონცერტს. მონაწილეობენ: „ქართული ხმების“ ტრიო, აჩიკო ნიჟარაძე, სოფო ბათილაშვილი. ღონისძიება მცხეთის „რივერსაიდში“ იმართება.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია. ბილეთის ფასი გახლავთ 30 ლარი, მაგიდასთან დასაჯდომი ბილეთი 50 ლარი ღირს.


დასაწყისში: 19:00 საათზე.


შეგახსენებთ, რომ „პროექტი იქსი“ ახლახან შეიქმნა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აჩიკო ნიჟარაძისა და „ქართული ხმების“ ტრიოს კონცერტებს ამზადებს, რომელთა ნაწილი ბენდ „Yellow“-სთან ერთად, ნაწილი კი მათ გარეშე გაიმართება.