ლელა წურწუმიასა და მაკა ზამბახიძის ულამაზესი კოსტიუმები, რომლებიც თბილისობისთვის შეიქმნა (ფოტოები)
Ardaidardo.Ge
6 ოქტომბერს, „თბილისობაზე“ ახალი ქართული მიუზიკლის პრემიერა შედგა. წარმოდგენა ევროპის მოედანზე გაიმართა. მიუზიკლში მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობები და ქართული ესტრადის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, რომელთა შორის იყვნენ სოფო ნიჟარაძე, ნოდიკო ტატიშვილი, დათუნა მგელაძე, თიკა ფაცაცია, ლელა წურწუმია და სხვანი.

 

მიუზიკლის სიუჟეტი აღებულია მეცხრამეტე საუკუნის დრამატურგის, ზურაბ ანტონოვის ცნობილი პიესიდან – „მზის დაბნელება საქართველოში“. დადგმა ქართული ვოდევილების თავისუფალ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

 

სპექტაკლის რეჟისორია დავით დოიაშვილი, მუსიკის ავტორი – კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე, ხოლო ქორეოგრაფი – თეა გობეჯიშვილი.

 

შეკრებილმა მაყურებელმა არერთი ნაცნობი მელოდია მოისმინა და ასევე ახლად შექმნილი კომპოზიციებითაც დატკბა. თბილისის მერიის გვერდზე კი მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენის ღია ეთერში ხილვის შესაძლებლობა გვქონდა.

 

აღსანიშნავია, რომ მიუზიკლისთვის სპეციალურად მხატვარმა ანა ნინუამ ულამაზესი კოსტიუმები შექმნა. განსაკუთრებულად ლელა წურწუმიასა და მაკა ზამბახიძის კოსტიუმები გამოიყურებოდა, რომელთა ფოტოგალერეასაც გთავაზობთ.

(ფოტოები)