გაუმარჯოს ქართულ სუფრას
გაუმარჯოს ქართულ სუფრას

 

ქართველ კაცსა გაუმარჯოს

ერთგულსა და ალალსა,

 

ქართველ ქალსა გაუმარჯოს

რომ, არ ფიქრობს ღალატსა.

 

ქართველ მამას გაუმარჯოს,

შვილს რომ გაზრდის ვაჟკაცსა,

 

ქართველ დედას გაუმარჯოს

მის სითბოს და ამაგსა,

 

ქართველ ბალღსა გაუმარჯოს

როცა სწავლობს ანბანსა.

 

ქართულ სიტყვას გაუმარჯოს,

გაუმარჯოს ქართულ მიწას,

 

ყველა იმ კაცს გაუმარჯოს

ვინც ქვეყანას გულით იცავს.

 

გაუმარჯოს ქართულ ენას,

ქართულ რწმენას გაუმარჯოს,

 

ქართველებო, ჩვენ სამშობლოს

სიყვარულში, სულ ბოლომდე დავიხარჯოთ