მტირალა კაცს გაუმარჯოს!
მტირალა კაცს გაუმარჯოს!

ცრემლს, თვალზე მომდგარს, გაუმარჯოს!

ვაჟკაცის ტუჩებით შეკავებულს.

სიყვარულს, უთქმელს, გაუმარჯოს!

თვალს რომ ვერ უსწორებ შეყვარებულს.

გრძნობას, დიდებულს, გაუმარჯოს!

რომ ვერ გაუბედავ ახსნას.

მტირალა კაცს გაუმარჯოს!

ცრემლი რომ დაახრჩობს ვაჟკაცს.

გრძნობას დიდებულს გაუმარჯოს!

დატანჯულ სიყვარულს მარადს!

იმ ვარდს გაუმარჯოს!

რომ იცის დაჭკნება და მაინც ხარობს…

იმ, წვიმის წვეთს გაუმარჯოს!

რომ იცის რომ დაენარცხება დედამიწაზე და მაინც მოდის.