მინდა რომ შევსვა, სასმისი ერთი
მინდა რომ შევსვა, სასმისი ერთი

მინდა რომ შევსვა, სასმისი ერთი,

როგორც ყოველთვის, ვახსენო ღმერთი.

ის ხომ ერთია, ამ ქვეყნად ერთი,

მუდამ გფარავდეთ, მაღალი ღმერთი.

 

ეს ბილიკები, საით წაგვიყვანს?

სალოცავისკენ ნეტავ მიგვიყვანს?

თუ გულით გვწამს და გონებაც ილტვის,

ყველა ბილიკი, უფლისკენ მიდის.

 

კვლავ ვადღეგრძელოთ სალოცავები,

სულ გვიფარავდეს, ჩვენ წმინდანები,

დიდება სამშობლოს, დიდება გენს,

დიდება ქართველებს და მაღალ ღმერთს…