დიანა

 

Ardaidardo.Ge

საყვარელი ქართული სიმღერა - “მოვიჩქაროდი შენკენა”

 

საყვარელი ქართული კერძი - ტრადიციული კერძების მოყვარული არ გახლავართ, ინტერპრეტირებული სალათები მირჩევნია.

 

საყვარელი ფერი - ყველაზე ძალიან წითელი ტუჩსაცხი მიხდებაJ

სახლის ინტერიერი პასტელის ფერებში მომწონს, სამოსი ელექტრიკი ფერები, მაკიაჟი მუქ ფერებში. ლიმნისფერი, ელექტრო ლურჯი, ვარდისფერისა და ცისფერის კომბინაცია. ყველაზე ნაკლებად შავი ფერი მომწონს.

 

საყვარელი სეზონი - გაზაფხული. რომელიც ცივი ზამთრის მერე პირდაპირ შვებაა ჩემთვის. აპრილიდან სხვაგვარად ვსუნთქავ.

 

მთა თუ ზღვა? - ორივე თანაბრად. თუმცა უფრო ზღვა. წყალი და მზე ჩემი ენერგიის წყაროა. ჯერ ზღვა, შემდეგ მთა, შვებულების იდეალური დასასრულია.

 

რა გიყვარს ყველაზე მეტად? - ღიმილი, კომფორტი, კარგი სურნელი, მუსიკა, უანგარო ადამიანები.

 

რა გაღიზიანებს  ყველაზე მეტად? - ტელეფონზე საუბარი, კომპიუტერული თამაშები, ქაოსი, უყურადღებობა, არაგულწრფელობა.

 

როგორი ხარ შეყვარებული?- ერთგული. მომთხოვნი, ორიგინალური

 

რას ნიშნავს შენთვის არ დაიდარდო - ”არ დაიდარდო”-სთან მაკავშირებს 7 ძალიან ლამაზი წელი. ეს არის ყველაზე საყვარელი ადგილი ჩემთვის, სადაც მუდამ იღიმი და თავდაჯერებული ხარ... აქ ხელშეუხებელი ხარ და შეგიძლია ძალიან კარგი რაღაცეები აკეთო. აქ შენ დედოფალი ხარ.

 

საყვარელი ფრაზა - ”არ არის აუცილებელი იყო დიდი ადამიანი, საკმარისია იყო ადამიანი” (ათონელი ბერები)

 

საყვარელი მუსიკალური ინსტრუმენტი - საქსაფონი, ვიოლინო.

 

ვის გააცოცხლებდი? -  სერ ართურ კონან დოილს