გიორგი
Ardaidardo.Geდაბადების დღე : 1 ივლისი, 1982
ჰობი: ხატვა

რატომ გავხდი დიჯეი - მიყვარს რადიო ბავშვობიდან ვუსმენდი სხვადასხვა რადიოსადგურებს და ყოველთვის მაინტერესებდა, როგორი სამუშაო პროცესი იყო.
მუსიკის მოსმენა დავიწყე -  რაც თავი მახსოვს მას შემდეგ
ყველაზე კარგი რჩევა, რაც კი ცხოვრებაში მიმიღია - იჩქარე, გაახარო ადამიანი
ბავშვობაში ვოცნებობდი - არაფერზე არ ვოცნებობდი. რეალურად ვუყურებ ჩემს ცხოვრებას და იმაზე არასდროს ვოცნებობ, რაც შეიძლება მხოლოდ ოცნებად დარჩეს
ზოდიაქო - კირჩხიბი
ბავშვობიდან ყველაზე კარგად მახსოვს, რომ - ბავშვობიდან ყველაფერი კარგად მახსოვს და რაც მთავარია ყველაფერი კარგი 
თოვლის ბაბუასი აღარ მჯერა, მას შემდეგ, რაც - მამაჩემი ამოვიცანი თოვლის ბაბუის ანტურაჟის ქვეშ
ჩემ მეგობრებს თუ კითხავთ, აუცილებლად გეტყვიან, რომ მე - ძალიან თბილი მაგრამ ზოგჯერ ჯიუტი ვარ
როდესმე მილიონი მექნება - არ ვიცი იმედს ვიტოვებ რომ მექნება 
ძალიან მინდა, რომ -  საქართველო ვნახო მთლიანი !!!
მუსიკალური ალბომი რომელსაც წაიღებდი უკაცრიელ კუნძულზე - ჩემი მუსიკალური გემოვნება მრავალფეროვანია.
ის კი ვიცი რომ აუცილებლად იმ უკაცრიელი კუნძულისთვის გაკეთებულ კრებულში ძალიან ბევრი ქართული სიმღერა მოხვდებოდა, რა თქმა უნდა
საყვარელი ციტატა ან ფრაზა - ყველაზე დიდი ფუფუნება ადამიანთა ურთიერთობაა

garchvadze@hotmail.com